среда, 14 июля 2010 г.

პროექტი

პროექტი

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება მოსწავლეს , რომელიც საერთოდ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას.

ამისათვის ბავშვებთან ერთად ვირჩევ შემდეგ პროექტს .

1. პრობლემა- 8 კლასში გვყავს არაქართველი მოსწავლე, რომელიც წლის შუა თვეებში შემოგვემატა კლასში. იგი ეროვნებით აზერბაიჯანელია. მამა ჰყავს აზერბაიჯანელი , დედა კი, რუსი . აღნიშნულმა მოსწავლემ არ იცის არც აზერბაიჯანული, ენა არც ქართული არც ქართული ენა.რუსული ენა კი, იცის სანიმუშოდ,იმიტომ , რომ რუსეთში ისწავლა 1კლასიდან -8 კლასამდე. კლასში ყოველ საგანში აქტურად ებმება მზად არის ყოველ შეკითხვას პასუხობს პრობლემების გარეშე. მაგრამ , მისი ერთ- ერთი მტკივნეული და საბრობლემო საკითხია, ის რომ ,ვერ ფლობს ელემენტარულად მაინც. რისთვისაც, სახელმწიფო ენის გარდა, ყველა საგანში ფასდება მაღალი ქულებით. ამისათვის ჩვენ ,მთჶლმა კლასმა წინა პლანზე დავაყენეთ, მისი დახმარების საკითხი, მისივე თანდასწრებით.კლასის სურვილია,შესთავაზოს მეგობრობა,მიუდგნენ თბილად რათა ხალისი მიეცეს და დაუზარელად და ამავე დროს სერიოზულობით მივუდგეთ მისი შესწავლის და დაინტერესების საკითხს.ეს იქნება ,ამ პრობლემის მიზეზი.

მოსწავლე ძალზე ჭკვიანია, წყნარია, ყურადღებიანია, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავტ მასში დაინტერესების სურვილს. ამიტომ ჩვენ მთელმა კლასმა შემდეგი ინიციატივა ავიღეთ:დავიყავით ჯგუფებად, დავინაწილეტ დავალებები,ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა რომ უყიდონ რვეულები : ლექსიკონისთვის, სავარჯიშო, კარნახისთვის,ცალკეული სიტყვებისთვის და სხვა. პირველმა ჯგუფმა მოუმზადა ანბანური ლექსიკონი და გაუფორმა. მეორე ჯგუფმა, ჩაუწერა ლექსიკონში მისთვის უცნობი სიტყვები. მესამე ჯგუფი მიზნად დაისახავს,რომ ანბანიადვილად შეასწავლონ. ხშირად დააწერინონ კარნახი,წარმოთქვან სიტყვა და გაამეორებინონ, შემდეგ კი სთხოვონ , რომ დაწეროს ის სიტყვა , რომელიც წარმოთქვა.მეოთხე ჯგუფმაუნდა ჩაატაროს აქტიური ლექცია, ლოგოპედის მაგივრობაც გაუწიონ ,რაც შეიძლება მეტი მონდომებით და გასაგებად წარმოთქვან ის ძნელად წარმოსათქმელი სიტყვა ,რომელიც სწორად უნდა წარმოთქვას. მეხუთე ჯგუფი -დაალაგებს ნახატებს ან სურათებს დაფაზე ან მაგიდაზე და სთხოვონ, რომ აჩვენონ დასახელებული სიტყვები სურათების მეშვეობით. ამავე დროს დიდ ყურადღებას აქცევენ ზეპირ ინტერაქციას. მონოლოგურ და დიალოგურ მეტყველებას. მაგალითად: შეეკითხებიან , რომელიმე სიტყვას რუსულადამოსწავლე უპასუხებს ქართულად. შემდეგ პირიქით და ბოლოს იგივე სიტყვები არეულად. დამატებით შეიძლება გამოჰკითხონ ამინდის პროგნოზი შესახებ,და ბოლოს გაკვეტილის დასაწყისში ორგანიძაციის გაკეთებაში. მეექვსე ჯგუფი შეასწავლის თვლას: 1-დან ათამდე და შემდეგ მიყოლებით, 1000 000-მდე. ანუ იმ დონემდე სანამ მოსწავლე შესძლებს, დაუშვათ მიმდინარე წლის თარიღის დასახელებას და ა. შ.

მასწავლებელი აკონტროლებს ჯგუფების მუშაობას .ამავე დროს ჯგუფებიც ამოწმებენ ერთმანეთს, იმისათვის ,რომსწორედ ახორციელებენ თუ არა აღნიშნულ აქტივობებს,და იგრძნონ ამის შემდეგ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ამმოვალეობას შეასრულებენ სასწავლო წლის ბოლომდე.

ვფიქრობთ ასე შეგნებულად თუ ვიმუშავებთ შედეგი საკმაოდ კარგი იქნება.